Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ინტერდისციპლინური ონლაინ კონფერენცია “საქართველო და მსოფლიო“

2022 წლის მაისში ამერიკული უმაღლესი სკოლა/ევროპული სკოლა კოგნიასთან (International Education Services, აშშ) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს საერთაშორისო ინტერდისციპლინურ ონლაინ კონფერენციას “საქართველო და მსოფლიო (კულტურათაშორისი ურთიერთობები)“.

საქართველო, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, უძველესი დროიდან მუდმივად ღიაა კულტურათაშორისი ურთიერთობებისათვის. ისტორიულად საქართველოზე სხვადასხვა ცივილიზაციამ მოახდინა გავლენა და თავის მხრივ, ქართულმა კულტურამაც მეზობელ და შედარებით შორეულ ხალხებზეც იქონია კულტურული ზეგავლენა. კონფერენცია იწვევს მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და პროფესორებს კონფერენციის თემაზე არსებული გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გასაზიარებლად.

კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს  მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და პროფესორებს კონფერენციის თემაზე არსებული გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გასაზიარებლად. კონფერენციის ორგანიზატორები მიზნად ისახავენ გააძლიერონ ურთიერთობა არა მხოლოდ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, არამედ – სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონფერენციის სამუშაო თემებია:

კულტურული ურთიერთგაცვლა

ისტორიული პერსპექტივები

სოციალური და პოლიტიკური ასპექტები

საგანმანათლებლო, სამეცნიერო ურთიერთობები და თანამშრომლობა

 

სამუშაო ენა: ინგლისური

სამეცნიერო კომიტეტი:

ირმა ბარბაქაძე (პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი)

მიხეილ ბარნოვი (ისტორიის დოქტორი, ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებელი, თსუ ასოცირებული პროფესორი)

ქეთევან გარდაფხაძე (ფილოლოგიის დოქტორი, ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებელი, თსუ ლექტორი)

ნათია ფიფია (ისტორიის დოქტორი, ევროპული სკოლის მასწავლებელი, თსუ ასისტენტ- პროფესორი,)

ნანა ტონია (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი)

საორგანიზაციო კომიტეტი:

სოფიო ბაზაძე (ევროპული სკოლის დირექტორი)

ნათია თევზაძე  (ამერიკული უმაღლესი სკოლის დეკანი/ევროპული სკოლა)

მარია ოჯედა (კოგნიას უფროსი ვიცე -პრეზიდენტი)

მარიამ ხატიაშვილი (ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორი)

ეკატერინე კობახიძე (თსუ ასოცირებული პროფესორი)

მოწვეული სპიკერები:

კემ ჰუსაინი (კოგნიას ვიცე-პრეზიდენტი გლობალური სტრატეგიის და განვითარების კუთხით)

ტერეზა ატვა (კოგნიას ვიცე-პრეზიდენტი)

ანეტ ბოლინგი (კოგნიას საერთაშორისო აკრედიტაციის უფროსი ექსპერტი)

მედეა აბულაშვილი (თსუ ასოცირებული პროფესორი)

ეკატერინე ჭყოიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)

 

დეტალები მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის:

მოსწავლეებმა/სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაური, ხელმძღვანელის სრული სახელი და მეილი, მოხსენების აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (მაქს. 200 სიტყვა), 15 წუთიანი პრეზენტაციისთვის. მასალების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აპრილი. იხილეთ მოსწავლეთა/სტუდენტთა სარეგისტრაციო ფორმა.

 

დეტალები მასწავლებლებისთვის/პროფესორებისთვის:

მასწავლებლებმა/პროფესორებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაური, სრული სახელი და გვარი, მეილი, სამუშაო ადგილის დასახელება, მოხსენების აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (მაქს. 300 სიტყვა) 20 წუთიანი პრეზენტაციისთვის. მასალების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აპრილი. იხილეთ მასწავლებელთა/პროფესორთა სარეგისტრაციო ფორმა.

აბსტრაქტები გაივლიან ანონიმურ რეცენზირებას და მონაწილეებს არაუგვიანეს 2022 წლის 30 აპრილისა ეცნობებათ გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ. კონფერენციის პროგრამა და შერჩეული აბსტრაქტები გამოქვეყნდება.

 

მთავარი თარიღები:

კონფერენციის გამოცხადება: 10 მარტი, 2022

აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2022

კონფერენციის გახსნა: 26 მაისი, 2022

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 

 

 

 

თარიღი: 14/03/2022